суббота, 9 мая 2015 г.

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორთფოლიო ,,ადამიანი და გარემო"

          ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში; როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
          ამ კურსმა მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება; გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
             ვიუვერი, ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ -კი არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

воскресенье, 3 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს, უკუკავშირის მიზნით, ბლოგზე დავუდე კომენტარები, გავეცანი ვარსკვლავი პროექტების მრავალფეროვან შეფასების რუბრიკებს და გავიაზრე, როგორ შეიძლება მათი მოდიფიცირება ჩემს პროექტებზე მუშაობისას.

მეერვე დღე

მეექვსე და მეშვიდე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის, დიფერენცირებული სწავლებისა და ფასილიტაციის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ, გავიაზრე, დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობა, პროექტში ყველა მოსწავლის მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისათვის  და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

მეექვსე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის. კერძოდ: როგორ შევქმნა მოსწავლის უნარისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით ჩეკლისტები და ნიმუშები

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

суббота, 25 апреля 2015 г.

მეხუთე დღე



ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: როგორ შეიძლება გავუზიარო კოლეგებს ჩემი გამოცდილება, მივიღო მათგან რჩევები, მეც ვნახო მათი ბლოგები და საუკეთესო აქტივობები მოდიფიცირების გზით დავნერგო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში; შევქმნა ბლოგი, სადაც განვათავსებ საჭირო ინფორმაციას მშობლებისა და მოსწავლეებისათვის; როგორ მოვიძიო ინტერნეტით, უფრო ეფექტურად, მასალები,როგორ დავიცვა და  ვასწავლო ბავშვებსაც,  დაიცვან საავტორო უფლებები.

воскресенье, 19 апреля 2015 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლეებმა განავითარონ კოგნიტური უნარები, ვაწარმოო პროგრესის მონიტორინგი, ბავშვებმა შეძლონ გაგების დემონსტრირება, ჩამოუყალიბდეთ თვითშეფასების უნარი, გამიადვილდეს წინასწარ დასახულ შედეგზე გასვლა.

суббота, 18 апреля 2015 г.

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით; ჩამოვაყალიბე პროექტის მიზნები,დავგეგმე აქტივობები, რომელიც დამეხმარება ჩემი მოსწავლეების საბაზო ცოდნის გააქტიურებაში და საკვანძო საკითხების გააზრებაში.